პარასკევი, 2024-03-29, 5:39 AM    

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა RSS 
თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმრები"
 
უშგული
ჩვენი გამოკითხვა
ვინ დახატა ედგარ დეგას ,,ცისფერი ბალერინები"
სულ პასუხი: 190
სტატისტიკა





სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
a

 


O'pS
op'ss
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ლაგოდეხი
ბოჩოლა
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ლაგოდეხის ნაკრძალი
10:49 PM
ლაგოდეხის ნაკრძალი

ლაგოდეხში მოხვდებით სამარშუტკო ტაქსით. ბილეთის ფასი ~8ლ. ორთაჭალიდან.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. 

ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ძალიან ლამაზ ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბა – რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. იგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობენ საფრთხის წინაშე მყოფი და გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს "წიტელ ნუსხაშია” შეტანილი, ასეთებია: არჩვი, კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის მხოლოდ რამოდენიმე პოპულაციაა შემორჩენილი საქართველოში, შველი, გარეული ღორი.
მტაცებლებიდან აღსანიშნავია ფოცხვერი, მგელი , ასევე საქართველოს "წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი.
ფრინველებიდან ყურადღებას იქცევენ მტაცებელი ფრინველები, რომლის გარეშე ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი წარმოუდგენელია. აქ ბინადრობს კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი, ბექობის არწივი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია გთავაზობთ 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს:

1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი "ლაგოდეხის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 7 კმ;

მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ გზად შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე.

2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი "გურგენიანის ჩანჩქერი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 8 კმ;

მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.

3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი "მაჭის ციხე”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 4კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად "მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.

4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი "შავი კლდეების ტბა”:


მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 50კმ;

მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში;
მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში;
მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში.

გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.






კატეგორია: ლაგოდეხი | ნანახია: 3439 | დაამატა: delete | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: