ხუთშაბათი, 2024-03-28, 6:04 PM    

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა RSS 
თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმრები"
 
უშგული
ჩვენი გამოკითხვა
ვინ დახატა ედგარ დეგას ,,ცისფერი ბალერინები"
სულ პასუხი: 190
სტატისტიკა





სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
a

 


O'pS
op'ss
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ლაგოდეხი
ბოჩოლა
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი
9:22 AM
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

                                                                                 ვიდეო                სურათები             რუკა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. 


                                                           რას გთავაზობთ პარკი


1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი


     მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე - დაახლოებით 5 საათი, II დღე - დაახ. 6,5 საათი. III დღე - 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.

_______________________________________________________________________________
2. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი


ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს - მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე - 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.

_______________________________________________________________________________
3. პანორამების ბილიკი


რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე - 16 კმ. 6 საათი. II დღე - 18 კმ, 6 საათი.

_______________________________________________________________________________
4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი


უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი


აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

_______________________________________________________________________________
6. ნაკვალევის ბილიკი


ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 - 13 კმ, დაახ. 6 საათი.

_______________________________________________________________________________
7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი


საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.

_______________________________________________________________________________

8. მეღრუკის ხეობა


წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.

_______________________________________________________________________________
9. მწყემსების ბილიკი


ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.

_______________________________________________________________________________


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.
ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი, ენდემური და საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობები, როგორებიცაა: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი. 

მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. Aაქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შესული.

წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა და კურდღელი. 

ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი და კავკასიური როჭო . 

                                                 

 http://www.dpa.gov.ge/?site-id=39&page=1&id=27 

http://www.borjomi-kharagauli-np.ge/ge/index.php?ur=trails



კატეგორია: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი | ნანახია: 3338 | დაამატა: delete | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: