ხუთშაბათი, 2024-04-25, 9:19 AM    

მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა RSS 
თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმრები"
 
სექციის კატეგორიები
უშგული
ჩვენი გამოკითხვა
ვინ დახატა ედგარ დეგას ,,ცისფერი ბალერინები"
სულ პასუხი: 190
სტატისტიკა





სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
a

 


O'pS
op'ss
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ლაგოდეხი
ბოჩოლა
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » 13 დღე
1:08 AM
13 დღე


 

                                                                    
   ის, რომ საქართველო მდიდარია ულამაზესი ადგილებით და ბუნების საოცრებებით, ნამდვილად არ არის ახალი და ამ სიტყვებს ყოველი მეორისგან მოისმენ, თუ კი სიტყვა ჩამოვარდება ჩვენი ქვეყნის დიად ღირსებებზე. მაგრამ ცოტას თუ აქვს საკუთარი თვალით ნანახი ეს მშვენიერებანი. ეს რათქმა უნდა ლოგიკურიცაა. რადგან ამდენი ლამაზი ადგილია და ყველას ნახვას სად მოასწრებ, თუ მოლაშქრე არ ხარ და გადაწყვეტილი არ გაქვს ყოველი უქმე დღე სამშობლოს დალაშქვრას ,,შესწირო”. მაგრამ მარტო მოლაშქრის განწყობა ნამდვილად არ არის საკმარისი, საჭიროა იმ ლამაზი ადგილების, ასე მდიდარი რომ არის ჩვენი ქვეყანა, სახელი მაინც ვიცოდეთ რომ ადვილად მივაგნოთ და ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩეს მხოლოდ იმის გამო რომ ისინი პოპულარული არ არიან და მათზე წარმოდგენა ბევრს არ აქვს. 
    ერთ-ერთი ასეთი ადგილი, საკმაოდ უცნობი და ძალიან ლამაზი კურორტი, მდიდარი მინერალური წყლებითა და კლდის მასივებით, ნისლით, სუფთა ჰაერით, მოკლედ ყველაფრით რაც იმ ადამიანს სურს, ვისაც მოწყინდა ქალაქის ხმაური, დამღლელი ატმოსფერო, გადატვრირთული ქუჩები და ცხოვრების მძიმე რიტმი არის კურორტი ახალჭალა. აქ, თქვენ, ზემოთ ჩამოთვლილი დადებითი მახასიათებლების გარდა, გაქვთ შესაძლებლობა დალაშქროთ ასხის მთის მასივი. ზღვის დონიდან 2000 მ.


     ხოდა ეხლა იმის შესახებ თუ როგორ მოვხვდით ჩვენ, ანუ მე და ,,სხვები” საბოლოოდ კი ჩვენ, ამ არაჩვეულებრივ ადგილას.  20 აგვისტოს დაიწყო ჩვენი სალაშქრო ტური. თავდაპირველად გამომდინარე იქედან რომ 5 კაციდან მხოლოდ 3 ვიყავით მზად მოგზაურობისთვის, გადავწყვიტეთ ის 2 დღე რაც ლოდინში უნდა გაგვეტარებინა, გამოგვეყენებინა ქუთაისის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასათვალიერებლად. 
    თბილისიდან ქუთაისში მე და 1 ჩავედით, ხოლო მე-2 კი ლეჩხუმიდან შემოგვიერთდა. მე+1+2=3 ანუ ჩვენ სამნი, შეკრებილნი ქუთაისის სადგურთან, დიდი სჯა-ბაასისა და მსჯელობის შემდეგ გავემართეთ გელათის მიმართულებით.


    გელათის მოლოცვის შემდეგ გავემართეთ მოწამეთას მიმართულებით. სიარული ცოტათი სიცხეში გვიწევდა მაგრამ ეგ არაფერი, ლაშქრობა ერთი დღის დაწყებული გვქონდა და დაღლაზე რომელ ჩვენგანს რა წამოცდებოდა.

    
    მას შემდეგ რაც მოწამეთა მოვილოცეთ, უკვე დაბანაკებაზეც დავიწყეთ ფიქრი, გადაწყდა იქვე მდინარე წყალწითელას ხეობაში გაგვეშალა, ჩვენი პირველი ლაშქრობის პირველი კარავი. მალე მოვახერხეთ მდინარის პირას ჩასვლა. სამივენი ძალიან ვიყავით დაღლილები, მცირე საუზმით დავკმაყოფილდით და მალევე დავიძინეთ.  


     დილით, მშვენიერ ხასიათზე გაგვეღვიძა, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ლაშქრობა რომელზეც მთელი წელი ვფიქრობდით მშვენივრად მიმდინარეობდა. კარავი პირდაპირ მდინარეს გადაყურებდა და როდესაც კარვიდან გამოვედით, დილის სუსხის მიუხედავად ცდუნებას ვერ გავუძელით, მაშინვე შიგნით ჩავხტით.


   წყალწითელას ხეობის შემდეგ გადავწყვიტეთ პრომეთეს მღვიმის მონახულება. ამისთვის ქუთაისის პარკამდე მივედით სადაც ცოტა ხნით დავისვენეთ, იქვე ერთ-ერთ შენობაში მობილურები დავტენეთ და დავიწყეთ ფიქრი თუ როგორ მოვხვედრილიყავით პრომეთეს მღვიმეში რაც შეიძლება მარტივად.




     მოკლედ პრომეთეს მღვიმემდე კი მივაღწიეთ, თუმცა შიგნით კი ნამდვილად არ შეგვიშვეს, რადგან მალე სამუშაო საათები მთავრდებოდა და რიგი კი ძალიან გრძელი იყო. თუმცა ამ პატარა შეფერხებას ჩვენი ლაშქრობის II დღის გეგმები არ ჩაუშლია, გადავწყვიტეთ იქვე, აბრაზე მითითებული მღვიმეებიდან ერთ-ერთი დაგვეთვალიერებინა რომელიც 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. ამ მღვიმისკენ მიმავალ გზასაც გავუდექით თუმცა არც მისი ნახვა გველოდა , მალე დაღლოლობა ვიგრძენით და გზიდან მდინარე ყუმის ხეობაში გადავუხვიეთ. 
     კარავი გავშალეთ, ცეცხლიც დავანთეთ და ღამის გასათევად მოვემზადეთ. ირგვლივ მწვანე მცენარით დაფარული კლდის მასივი იყო, გვედით ძალიან ცივი წყალი მოედინებოდა… ასე რომ უკმაყოფილონი ნამდვილად არ დავრჩენილვართ ამ გაუთვალისწინებელი მარშრუტით. 


  როდესაც ჩვენი ლაშქრობის მესამე დილა გათენდა, ჯერ იქვე მომდინარე, ძალიან ცივ მდინარე ყუმში ვიბანავეთ, შემდეგ კი უკან, ქუთაისისაკენ გამოვემართეთ სადაც ჩვენი 2 დაგვიანებული ძმაკაცი უნდა შემგვერთებოდა. ერთი ზესტაფონიდან მოდიოდა ხოლო მეორე თბილისიდან. ძალიან მალე მთავრდებოდა ჩვენი 3 კაციანი ლაშქრობა ქუთაისში. სადგურიდან კი ახალი ენერგიით არა მარა 2 ახალი წევრით კი იწყებოდა ლაშქრობის მეორე ფაზა. ლაშქრობა ლეჩხუმში.

   ნაწილი II. ლაშქრობა ლეჩხუმში, კერძოდ სოფელ ჭალისთავში.(მდ.ჯონოული)

 ამას არ ვიცნობთ, მგზავრია ვიღაც!!!

    მას შემდეგ რაც ქუთაისში სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ, ლეჩხუმის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი მოვძებნეთ შიგნით მოვთავსდით და გავემართეთ ლეჩხუმის მიმართულებით. გადაწყვეტილი გვქონდა სოფელ ჭალისთავამდე, სადაც ჩვენს ერთ-ერთ თანამოლაშქრეს სოფელი ქონდა(სწორედ ამ სოფელში შემოგვიერთდა 4 ბავშვი და აქედან გავემართეთ ახალჭალას მიმართულებით) ერთი დღე მდინარე ჯონოულის სანაპიროზე გაგვეტარებინა, სადაც უნდა გვეთევზავა, ჩემთვის მანამდე უცნობი ხერხით-ხვირით. . 

 
  მოკლედ ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ მალევე დავბანაკდით მდინარის პირას, ზოგმა ახალი სათევზაო მოწყობილობის-ხვირის გაკეთება დაიწყო, ზოგმაც მდინარის წყალში შევისეირნეთ. ხვირით თევზაობა საკმაოდ კარგი აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი თევზი დავიჭირეთ და კარგა გვარიანადაც დავნაყრდით, ერთი პატარა პრობლემა იყო უბრალოდ მარილი არ გვქონდ არცერთს წამოღებული, თუმცა შიმშილის გრძნობა იმდენად დიდი იყო, უმარილო თევზის დაწუნების იმპულსი მთლიანად გაუნებელყოფილი გვქონდა.  


მდინარე ჯონოულზე თევზაობის შემდეგ, ფეხით გავემართეთ სოფელ ჭალისთავისაკენ, გზად კი გავიარეთ ძალიან მაგარი პოეტის, ლადო ასათიანის სოფელი-ბარდნალა. გზა საკმაოდ გრძელი იყო, თან მზე აჭერდა ამიტომ საკმაოდ დავიღალეთ. თუმცა გზაში ულამაზესი ადგილები იშლებოდა ჩვენ თვალწინ, რაც ლაშქრობის დროს დაღლილობის ყველაზე კარგი წამალია.

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,….
 
 
კატეგორია: ჩვენი ლაშქრობები | ნანახია: 3437 | დაამატა: delete | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 gaga  
0
jigrebo salashqrod aravis gindat casvlaa? me magrad minda mara chem megobrebss aravis ar caliaa yvela samsaxuri s abmebshiaa daa tu moipiqrebt sadmee casvlaas da tu isurvebt chems camoyolasac iqneb shemexmianot

4 bokoveli  
1
auuu sagol ra bichebooooo ra kargi adgili gipoviattt.. ise da ar sheidzleba mec shemogiertdetttt uzomod mikvars lashkrobebiii

3 delete  
0

2 svani  
0
nu iginebit axalgazrdav tongue tongue

1 konstantine  
0
eeeee uchas magrad gaaaxsendeba
biggrin
es adgili smile smile smile smile smile

სახელი *:
Email *:
კოდი *: